ფლორისტი სალომე ასათიანი სულის შემძვრელ ამბავს ჰყვება. საქმე ეხება მისი დედამთილის მეზობლებს, რომლებმაც მისი თხოვნა არ შეისმინეს და იგნორირება გაუკეთეს.
„…როცა დედას 45 წლის შვილი იატაკზე უგონოდ დავარდნილი ხვდება, დედას, რომელსაც სიმსივნე აქვს და ძლივს გადაადგილდება, გარბის სადარბაზოში. შემოსასვლელ ოთახში შუქი ანთია, შველას ითხოვს, ადამიანი კი შუქს აქრობს და აიგნორებს.
შემორბის სახლში, გადის აივანზე, თვალებს აცეცებს, აივანზე ხედავს ადამიანს, ვისგანაც შველას ითხოვს, ადამიანი ზურგს აქცევს, შედის სახლში და აივნის კარს კეტავს.
დედა ისევ შედის სახლში, შვილის ატატებას ცდილობს, თითქოს ისევ ჩვილი იყოს და ვერ ერევა… სამყარო თავზე ენგრევა. სასწრაფოც იგვიანებს. მერე ყველაფერი წუთებში მოხდა და ვიღაცისთვის საუკუნეა… რა მწარეა ახლა ამ სიტყვების თქმა _ ჩემი ზვიადის ძმას ანევრიზმა დაემართა და შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა..
ადამიანებმა ყურები დაიყრუეს, თვალები დაივსეს, როცა უკურნებელი სენით დაავადებული, დამდნარი, განწირული დედა დახმარებას ითხოვდა… მანამდე მოხდა ის, რომ პირველად გამოძახებულმა სასწრაფომ არ გადაიყვანა საავადმყოფოში ახლგაზრდა კაცი, რომელსაც თავის გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, გაუკეთეს გამაყუჩებლები და დატოვეს… ჩემი მაზლი გარდაიცვალა 10-დღიანი კომის შემდეგ. მერე ჩემს დედამთილს კოვიდი შეხვდა და შვილის გაცილება უკანასკნელ გზაზეც ვერ შეძლო… მიცვალებულის დასვენებასაც რომ ვერ ახერხებ სახლში ამ ამბების გამო. ეკლესიაში დასვენებაა ერთადერთი გამოსავალი და აქაც გარიგება-ვაჭრობა….
მხოლოდ ერთი წინადადებით აღიწერება დღევანდელობა: გულისხმიერება აღარაა… ჩვენ ერთ ჰაერს ვსუნთქავთ და ასე რატომ ვიმეტებთ ერთმანეთს? რად ვიქეცით?“, - წერს სალომე ასათიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„არა ვაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში“ - რას წერს ფხაკაძე?
🔵შსს დაჯარიმდა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება