საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა კომაში ყოფნის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი გადარჩენის მხოლოდ ერთ ადამიანს სჯეროდა. მწვრთნელი იმ ადამიანებს უხდის ბოდიშსმ ვინც მასზე ინერვიულა.
„ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც ჩემ გამო ნერვიულობა მოუწია და ასევე, ყველას მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით საქართველოს რაგბის კავშირს, რომლის დამსახურებითაც სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მომათავსეს.
ადგილობრივი მედიკოსებისა და ჩვენი ნაკრების ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილის გმირობას ენით ვერ აღვწერ. ამ ბრძოლაში გვერდით ბევრი ადამიანი მედგა.
ჩემი ფილტვები ჟანგბადის 80%-იანი მიწოდების დროსაც არ მუშაობდა. ადგილობრივი ექიმები ჩვენს კავშირს სულ ეუბნებოდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი, რომ ესა თუ ის ღამე აღარ გამითენდებოდა. ჩემი გამოჯანმრთელების
მხოლოდ ვახტანგ რეხვიაშვილს სჯეროდა.
არავინ ელოდა, რომ თვალებს გავახელდი. მთელი მედპერსონალი შოკში იყო. მაშინ თქვეს, რეაბილიტაციას 3-6 თვე დასჭირდებაო, თუმცა 10 დღეში გავიარე. ჯამში, დასაბრუნებლად 1 თვე დამჭირდა.
გონზე რომ მოვედი, მივხვდი, საქართველოში თავს უკეთ ვიგრძნობდი. სისხლის წნევა რომ დარეგულირდა, ხელოვნური ჟანგბადის საჭიროებაც მომეხსნა და გადავწყვიტე, აღდგენითი პროცესის დანარჩენი ნაწილი სახლში გამევლო. ყველაფრის მიუხედავად, სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი ისევ მჭირდება", - განაცხადა მაისაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ალექსანდრა პაიჭაძემ მომავალი შვილის მამის სახელი გაამხილა? – რა ფოტოს აქვეყნებს მოდელი
წყარო: sportall.ge