Digest Logo

„ჩიკა მოკვდა! გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები. პირველი შემთხვევაა, რომ ღალატი არ აპატიეს" - რა ხდება რომან გოცირიძის ოჯახში

1632045278
რომან გოცირიძე, გოცირიძე

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში „ჩცდ"-ს მსახიობის, „ჩიკას" გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ ამ ამბავმა მისი ცოლი და სადაქალო გააგიჟა.

„ჩიკა მოკვდა! გლოვობს მთელი საქართველო. გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები. მოითხოვს ქეთი დევდარიანისაგან გააცოცხლოს ისევე, როგორც გააცოცხლეს ჯონ სნოუ.

პირველი შემთხვევაა, რომ ღალატი არ აპატიეს. გადადიოდნიდნენ „რუსთავიდან” „იმედში”, ბრუნდებოდნენ „იმედიდან” „რუსთავში” თუ „მთავარში”, კრიტიკულ არხებზე რეიტინგული მუსიკალური შოუების მთელი ჟიური და სარეკლამო სახეები გადაბარგდებოდნენ სახელისუფლებო არხებზე, მერე ზოგიერთი ისევ გადმობარგდებოდა უკან.

როგორ უნდა გესაყვედურა, როცა ეს ქართული ცხოვრების წესი იყო? გუშინდელი „ნაცი" დღეს „ქოცია", გუშინდელი „ქოცი" დღეს „ნაცია". ლეიბორისტი რომ იყო, მერე კაპიტალისტების პარტიის სახე გახდა, მღვდელი რომ გეგონა, თურმე რუსეთის აგენტი ყოფილა.

იტყვით ალბათ, ჩიკას ღალატი აქ რა მოსატანიაო? ყოფილა მოსატანი და თანაც როგორ. აიღო და მოკლა, მოკლა და თანაც როგორ, პისტოლეტით კი არა, ბოროტი სენით კი არა, მოკლა სასაცილოდ, დამამცირებლად, მშრალი ყინულით სავსე აბაზანაში ჩააწვინა და გაყინა პაპანაქება სიცხეში.

ჩემი ცოლი და მისი დაქალები იმედს არ კარგავენ, რადგან სანტეს ნაყინივით გაყინა. შეიძლება მერე გაცოცხლებას უპირებსო, ხომ შეიძლება ფილმმა ჟანრი ცოტათი შეიცვალოს, ფანტაზიის ელემენტები გაურიოსო. არა, ვეუბნები მე! არ გააცოცხლებს, მოსაკლავი უნდა მოკვდეს! შენც დევდარიანივით ბოროტი ყოფილხარო. დიახ, კეთილი ბოროტი ვარ", - წერს რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვოვა გუცაევთან ერთად ვთამაშობდი...“ - იცოდით, რომ რომან გოცირიძე ფეხბურთს თამაშობდა?

🔵მაკარონი იწვევს ტრომბს?... ეს უკვე პოლიტიკაა და არა მედიცინა - რომან გოცირიძე

🔵VIDEO: „იმედის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საკუთარი ქორწილიდან ჩაერთო

🔵„52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი... მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. სიკვტილი ჯობია ჩემთვის... " - 83 წლის ვიოლეტა

🔵„ახლა თქვენი პატარა შვილი მყავს ხელში და ვუმღერი... სიცხე აქვს და ცრემლიანი თვალებით შემომხედავს დროდადრო, ალბათ დედა ვგონიავარ" - ემოცირი წერილი ბავშვთა სახლიდან