პოპულარული მოდელი და ტელეწამყვანი მეორე შვილს აჩენს, თუმცა შვილის მამის ვინაობას საგულდაგულოდ მალავს. ცნობილია, რომ ალექსანდრა 20 წლით უფროს მამაკაცზეა შეყვარებული.
ცნობილმა მოდელმა რამდენიმე კვირის წინ გაამხილა, რომ გოგონას ელოდება და რომ მისი რჩეული მასზე 20 წლით უფროსია, მაგრამ ჯერ არ მოსულა იმის დრო, მისი ვინაობა გაამხილოს. თუმცა ალექსანდრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებთან პირობა დადო, რომ ამის დროც მოვა.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ორი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც საგულისხმო წარწერები გაუკეთა. „ჩვენი პირველი სავსე მთვარე ერთად ორი წლის წინ. ფოტო გადაღებულია დავითის მიერ“ და „სავსე მთვარე ერთი წლის წინ. გადაღებულია დავითის მიერ“.
სავარაუდოდ, ალექსანდრა ამ ფოტოებით მის საყვარელ მამაკაცზე მიანიშნებს, რომელსაც, დიდი ალბათობით, დავითი ჰქვია. წყვილმა კი შეხვედრა ორი წლის წინ დაიწყო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ძალიან მაგარი ამბავია ხალხო, ვინც აცრილები ხართ...“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინირებულებს მიმართავს
🔵„კიდევ ერთი სიახლე. ამ წუთებში გამოიცა რეკომენდაცია... " - რას წერს გიორგი ფხაკაძე
წყარო: sputnik-georgia.com