Digest Logo

დადგენილია პიროვნება, რომლის ავტომობილითაც დამნაშავე ობიექტამდე მივიდა

1603396821
მძევლებს შორის ზუგდიდის მერის ოჯახის წევრიც არის

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ინორმაციით, „კურიერმა“ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომლის ავტომობილითაც დამნაშავე ზუგდიდში თავდასხმის ობიექტამდე მივიდა.

ცნობილია, რომ ბოროტმოქმედმა ზუგდიდიდან მოშორებით გააჩერა ნისანის მარკის ავტომობილი და მძღოლს იარაღის მუქარით აიძულა დანიშნულების ადგილზე მიყვანა.

„ავტომატით გადაუდგა. წააყვანინა თავი და რომ მივიდნენ, დაიწყო სროლა,“ - აცხადებს იდენტიფიცირებული პირის ძმა.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თავდამსხმელმა არ იცოდა სად უნდა წასულიყო - მძევალი

EMC აფასებს სამართალდამცავების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რათა მძევლად აყვანილი თითოეული მოქალაქე უვნებლად და მშვიდობიანად გადარჩენილიყო

წყარო: rustavi2.ge