„კანონმდებლობაში შევიდეს, რომ ნებაყოფლობითი ინტერვიუ არის ნებაყოფლობითი, ესეც დასარეგულირებელია, რომ თუ არ სურს რესპონდენტს პასუხი და თუ კორესპონდენტი აიძულებს, მაშინ მას ეწოდოს მოძალადე და დაიწყოს იქიდან დაჯარიმებით და რამდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში მისი ძირითადი ტელევიზიაც დაჯარიმდეს და მიიღონ სანქციები“, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ინტერვიუ ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ამას კანონი უნდა არეგულირებდეს.
„შენს სიმართლეს იცავ ძალადობრივი სიმართლით და მოძალადეს მე მეძახი. შემომიხტი ოთახში, მანქანაში ვზივარ, კარს არ მაკეტინებენ, ნუ გვეძალადებიო მეუბნებიან, ჩემს მანქანაში კარს არ მაკეტინებენ და ნუ გვეძალადებიო. ეს არის ფასეულობები? დაგმოს რომელიმე ტელევიზიამ, გამოვიდეს და უთხრას ჟურნალისტებს ხალხნო, არ შეიძლება პირად სივრცეში შეჭრა.
ამას უვლიან, თვალს ხუჭავენ. მაგრამ, რაც არ უნდა ვთქვათ, ამას გადააკეთებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. აჩვენებენ ჩემს სურათს და კომენტარს ამბობს სულ სხვას“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„დრომ ერთმანეთთან უცნაურად დააკავშირა ლაშქარავას სიკვდილი და ჟორდანიას გარდაცვალება“
„არ გიფიქრიათ რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?“