Digest Logo

„დრომ ერთმანეთთან უცნაურად დააკავშირა ლაშქარავას სიკვდილი და ჟორდანიას გარდაცვალება“

1626592575
ლექსო ლაშქარვა და კახა ლომაია

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ლომაია, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ნოე ჟორდანიას შვილის, რეჯებ ჟორდანიას სიკვდილს შორის პარალელებს ავლებს.

ლომაია იმედოვნებს, რომ ჟურნალისტთა თავდადება, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ერთობა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის გონიერება შედეგს გამოიღებს და საქართველოს მრავალფეროვანი მოსახლეობა იცხოვრებს რეჯების ნაოცნებარ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში.

„დრომ ერთმანეთთან უცნაურად დააკავშირა ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და რეჯებ ჟორდანიას გარდაცვალება. ლექსო დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მხეცურად სცემა რელიგიური ფანატიკოსების ბრბომ.

რეჯები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილი იყო, რომელმაც თავისი წიგნებით, ლექციებით და გამოსვლებით ჩვენამდე მოიტანა პირველი რესპუბლიკის სახეები, მისი სუნთქვა, ხმები, ფერები და იმედები. სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ეკლესიის გამიჯვნა სახელმწიფოსგან, ქალთა და უმცირესობათა უფლებები იმ ღირებულებების განუყოფელი ნაწილი იყო, რომლებსაც პირველი რესპუბლიკა ამკვიდრებდა.

რეჯებმა თავის ბოლო წიგნს „ჩემი საქართველოები“ დაარქვა. მე პატივი მხვდა წილად 2011 წელს ეს წიგნი კოლუმბიის უნივერსიტეტში ავტორთან ერთად წარმედგინა. კარგად მახსოვს რეჯების ანთებული თვალები და ათრთოლებული ხმა, როდესაც ის თავის საქართველოებზე საუბრობდა, პირველ რესპუბლიკაზე, ემიგრანტულ ოცნებებზე და ვარდების რევოლუციის შემდგომ რეფორმებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტთა თავდადება, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ერთობა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის გონიერება შედეგს გამოიღებს და საქართველოს მრავალფეროვანი მოსახლეობა იცხოვრებს რეჯების ნაოცნებარ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში. იმ საქართველოში, რომელშიც ასე უნდოდა რომ ეცხოვრა ლექსოს.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩასვრლი პარტიები ანუ ჟურნალისტები პოლიტიკაში“ – ხათუნა ხოფერია

ლილიტი ტყუპებშია - დღეიდან 9 თვის განმავლობაში, რასაც თქვენი ყურით არ მოისმენთ და თქვენი თვალით არ ნახავთ არაფერი დაიჯეროთ

„ბიძინა კარგი ექიმია, სულ დაგაიმედებს და თან არაფერს დაგიმალავს“ - ბაია პატარაია