Digest Logo

„დამიკაკუნეს, ჯერ გამაფრთხილეს, მერე გააღეს კარი და მე დავხვდიო" - ექსპრეზიდენტი დაკავების დეტალებზე ალაპარაკდა

1633324605
მიხეილ სააკაშვილი და ეკა ხერხეულიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს  ციხეში შეხვდა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა მასთან სხვადასხვა დეტალებზე ისაუბრა. ერთ-ერთია დაკავების მომენტიც. 

მას უნდოდა, რომ მისი შემოსვლა არ ყოფილიყო არაფერთან ხმაურიანთან, ექსცესთან დაკავშირებული. უნდოდა, რომ ძალიან მშვიდობიანი ყოფილიყო. ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი იმასთან დაკავშირებით, თვითმფრინავით ღირდა თუ არა შემოსვლაო, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, არ დამსვამდნენ და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ არჩევნების წინ შემოვსულიყავიო.

რამდენად სწორი იყო მანამდე ვიდეოს დადება, ვერ გეტყვი, ჯერ კიდევ ვფიქრობ ამასთან დაკავშირებითო, მაგრამ როგორც კი შევატყვე, რომ ხალხს რწმენა არ ჰქონდა, რომ ნამდვილად აქ ვიყავი, მეორე ვიდეო ამან განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ და ამას არ გავაკეთებდი, ასეთი დამოკიდებულება რომ არ ყოფილიყოო.

„დამიკაკუნეს, ჯერ გამაფრთხილეს, მერე გააღეს კარი და მე დავხვდიო…”,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

🔵თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეეზღუდება

🔵„მიკროფონი დაუბრუნე და ემას მიესალმე, თორემ პატრულს გამოვიძახებ" - გვარამია თეა წულუკიანს მიმართავს

🔵„რამდენი საიხარული მოგაქვს ამ ქვეყნად შენი სიკეთით..." - ნიკა გვარამია გაბუნიას მიმართავს

🔵„ეგ მემართებოდა დიეტის მეათე დღეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵VIDEO: ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც ბერძნულ „ვოისში" ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა