Digest Logo

თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეეზღუდება

1633323478
დენი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ უბანში 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, გუდიაშვილის, აბო თბილელის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, შოთა ნიშნიანიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ოცხელის, ბაბუციძის, ნაკადულის, შანავას და თამარის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთის გამზირის, აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ზესტაფონის, ვანის და თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„თავისუფლება მიშას!“ - დღეს რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

🔵„დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის... ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს" - სააკაშვილის უმცროსი ვაჟი განცხადებას ავრცელებს

🔵„ჩემ თვალში შენ ხარ ტყემალი" - ნიკა გვარამია გიგი უგულავას მიმართავს

🔵„მიკროფონი დაუბრუნე და ემას მიესალმე, თორემ პატრულს გამოვიძახებ" - გვარამია თეა წულუკიანს მიმართავს

🔵„რამდენი საიხარული მოგაქვს ამ ქვეყნად შენი სიკეთით..." - ნიკა გვარამია გაბუნიას მიმართავს

🔵„ეგ მემართებოდა დიეტის მეათე დღეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵VIDEO: ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც ბერძნულ „ვოისში" ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა