ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავს საქართველოს პირველი არხი გაუხსნის. დავით სოკოლოვის ვარსკვლავი მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ, დღეს 4 თებერვალს გაიხსნება.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.
საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.
აგრეთვე დაგაინტერსებთ:
ნათლიამირონობა ივანიშვილთან, ავადმყოფობა და სხვა ამბები ძმებ გაჩეჩილაძეებზე
2 ქორწინება, მძიმე ავარია და ხელის თხოვნა ამწეკრანიდან - ცოტა რამ კოტე თოლორდავას შესახებ