Digest Logo

2 ქორწინება, მძიმე ავარია და ხელის თხოვნა ამწეკრანიდან - ცოტა რამ კოტე თოლორდავას შესახებ

1612086677
კოტე თოლორდავა

სიტყვა „ბაბულიკაზე“ ვინ გახსენდებათ? ალბათ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი დიტო თავისი „ბაბულიკა“ ე.წ. კაი ბიჭების საძმოთი.

დიტოს როლის შემსრულებელი მსახიობი, კოტე თოლორდავაა. უნიჭიერესმა არსისტმა საზოგადოებას თავი სწორედ სერიალიდან შეაყვარა, მაგრამ მისი გარდასხვა და მსახიობური ოსტატობა უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა ფილმში „ვინ მოკლა ილია?“. 

კოტე ილია ჭავჭავაძის როლს თამაშობს და მისმა გარდასახვამ „ბაბულიკური“ ტიპაჟიდან ილიამდე მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

კოტეს 2 ცოლი ჰყავდა. მისი პირველი მეუღლე ყველასთვის საყვარელი მსახიობი, კომედიური სერიალის „შუა ქალაქშის“ ანანო, იგივე მარიამ ჯოლოგუა იყო. მათ ერთი შვილი შეეძინათ. სამწუხაროდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და კოტემ ახალი სიყვარული იპოვა, განო მელითაურის სახით.

„8 ივნისს, განოს დაბადების დღეს, ხუთი წელი შეგვისრულდა. ის მესამე სართულზე ცხოვრობდა და სახლში ამწეკრანით მივაკითხე. რომ გამოიხედა, რას შვრებიო, მკითხა. ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი, ვუთხარი და ამწეკრანითვე ჩავედით კონკამდე“- იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში კოტე თოლორდავა.

განოს მოგონება კოტეზე:

მართალია, ძალიან ბევრს ვჩხუბობთ და ვრიგდებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სულ დღესასწაულებს მიწყობს.

ჯვრისწერაც ძალიან ლამაზად გააკეთა კოტემ. ხელი რომ მოვაწერეთ, მარხვა იყო და ამიტომ ჯვარი მოგვიანებით დავიწერეთ, ბავშვი უკვე გვყავდა. მოკლედ, ნაჩხუბრები ვიყავით. 14 თებერვალი იყო. მაშინ სარეკლამო გვქონდა მე და კოტეს და ჩვენმა პარტნიორმა, რომელთან ერთადაც ვმუშაობდით, სახლში მომაკითხა – ჩქარა, ახალი შეკვეთა გვაქვს და ძალიან გვეჩქარებაო.

შეხვედრაზე უნდა წამოხვიდე, ოღონდ, კაბა ჩაიცვიო. გამოვედი სახლიდან და – მესამე სართულიდან მთელი სადარბაზო იებით იყო მოფენილი. ძალიან გამიხარდა. რუსთაველზე ჩვენს ოფისს რომ გავცდით – გამიკვირდა;

პირველ სკოლასთან რომ გააჩერა ტაქსი – გამიკვირდა.

მერე კოტეც დავინახე და ამაზე სულ გადავირიე – ხომ გითხარი, არ ველაპარაკები და ამას აქ რა უნდა-მეთქი.

შეხვედრის ხათრით, კარგ კონტრაქტს გვიდებენ და მოითმინეო, – მთხოვა ჩვენმა მეგობარმა. ამ დროს კოტემ ხელი ჩამკიდა, არაფერზე არ ილაპარაკოო, მითხრა და ქაშუეთისკენ გამარბენინა.

მოძრაობა გაჩერებული ჰქონდა და მთელი გადასასვლელი აქაც იებით იყო მოფენილი. კოტე, ეკლესიაში რა გვინდა-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, განო, მამაოც საქმეშიაო.

მივედით და – ეკლესიაში ჩვენი ბევრი მეგობარი დამხვდა. ასე დავიწერეთ ჯვარი. სულ ასეთ სიურპრიზებს მიკეთებს.

ერთმანეთის გაცნობა

„გლანდების ოპერაცია მქონდა ახალი გაკეთებული და ჩემი სიგამხდრით ვიყავი შეპყრობილი. ოპერაციიდან თვე-ნახევრის თავზე ავდექი. „ნიუ არტ ვიდეოში” ვახმოვანებდი ფილმებს და კოტეც იქ მოვიდა. ფილმებს სხვადასხვა სტუდიაში ვახმოვანებდით.

ერთმანეთს კიბეზე შევხვდით, ორივე გავჩერდით, ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მხოლოდ შევხედეთ.

ამან რაღაც რევერანსივით გააკეთა და წავიდა. ამ დღის მერე დაიწყო ყველაფერი. კოტე ჩემზე 4 წლით უფროსია.

18 წლის ვიყავი და მანამდე საერთოდ არ მყოლია შეყვარებული“,- ამბობდა განო ერთ-ერთ ინტერვიუში.

დამთხვევა თუ ბედისწერა?

„ყველაზე მაგარს გეტყვი, 17 წლის რომ ვიყავი, მაშინ მოხდა ეს ამბავი. ძალიან მთვრალები ვიყავით და კატასტროფულ ავარიაში მოვყევით.

საჭესთან ერთი გოგო დავსვი, რომელიც ჩემს ძმაკაცს მოსწონდა. თურმე, ის გოგო მანქანების დამტვრევის დიდოსტატი ყოფილა და ბარნოვზე პირდაპირ ხეს შევასკდით.

თავში ჰემატომა მქონდა და მოკლედ, გვამები ვეყარეთ მანქანაში. საბედნიეროდ, ყველა გადავრჩით. დალეწილები რომ ვეყარეთ მანქანაში, ამ დროს ბარნოვზე მანქანით მოვიდა მამამისი, შიგნით კი 10 წლის განო იჯდა, რომელიც გაკვირვებული იყურებოდა ფანჯრიდან“,- ამბობდა მსახიობი.

დიდი ტრაგედია

2015 წლის აპრილში, რუსეთში კოტე თოლორდავა მოულოდნელად გარდაიცვალა. ის 35 წლის იყო...

განომ სამ შვილთან ერთად ძალიან რთული პერიოდი გამოიარა. ამასთანავე ამ დიდი ტრაგედიისას განო ორსულად იყო...

„დედამიწაზე გავლით იყო, ვერ დაეტია ცისფერი ბურთის მავთულხლართებში, ფეერიული, სანუკვარი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა სამყაროს, რომელმაც 11 აპრილს უკითხავად წამართვა სათავისოდ.

რჩეულები ფარვანებს ჰგვანან. სულ ერთია, ახსოვთ თუ არა. პირობითია საჯარო დატირება, გლოვა და სტატუსები!

სამყაროს სიკეთის ენერგია სათავისოდ მიაქვს, რათა გაასმაგებული ათინათებით დაუბრუნოს კაცობრიობას…

იქ, სადაც ერთი დიდი სივრცეა სიყვარულისთვის, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, მისი გული ძგერას განაგრძობს!

ბედნიერი ვარ, რომ 8 სიცოცხლით სავსე წელიწადი ვაჩუქეთ ერთმანეთს, რომელიმე მზის ან გალაქტიკის მემილიონე განზომილებაში უკვე სახეცვლილები და დაბრძენებულები აუცილებლად შევხვდებით, დანკო“,- წერდა განო მელითაური.

ცხოვრება გრძელდება...

ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ განომ ცხოვრება გააგრძელა და თავის რჩეულს ცოლად გაყვა. მისი რჩეული კახა კიკნაძეა და საერთო შვილიც ჰყვათ.


აგრეთვე წაიკითხეთ:

43-წლიანი თანაცხოვრება და ღალატი 63 წლის ასაკში - მარინა ბერიძის ოჯახური ამბები

3 ცოლი, „საყვარელი“, მეგობარზე გათხოვილი ცოლი - გიორგი მარგველაშვილის პორტრეტი

„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი