გადაცემა „მოამბის“ პროდიუსერი ნათია თოიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესს ეხმაურება.
როგორც ნათია თოიძე წერს, ახლანდელი და მიშას დროინდელი პირველი არხი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია.
„ბატონო უკრაინის მოქალაქევ! საქართველოს პირველი არხი, რომლის პირდაპირ ეთერშიც ახლა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, დიახ, ემსახურება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. თქვენი სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ შენობიდან, რომელშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთ ჟურნალისტს ფეხი არ დაუდგამს, გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია.
ალბათ არავინ გაგაგებინათ, და ჩემგან იცოდეთ - უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკოსებმა, დაკარგეს პირველი არხი. პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, "დოკუმენტურ ფილმებს" და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები, ე.წ. ვიორსტკებს აღარ და ვეღარ წერენ თქვენი თანაგუნდელები (სხვათა შორის ვერც სხვისი).
კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ. ბოდიში მოუხადეთ ირაკლი გედენიძეს, თქვენს ყოფილ ფოტოგრაფს და ახლა პირველი არხის ფოტორეპორტიორს, რომელიც 26 მაისის ფოტოების გადაღების და გავრცელების გამო, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეთ, და ახლა თქვენს წინ დგას და მსჯავრდადებული სააკაშვილის ფოტოებს იღებს, რათა ისევ მთელ მსოფლიოს აჩვენოს.....“, - წერს ნათია თოიძე.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵გელას გარდაცვალებამდე ირაკლი ჩარკვიანი მესიზმრა - რა სიზმარი ნახა სააკაშვილმა
🔵„ნამდვილი ჟანა დ'არკი ხარ“ - სააკაშვილის წერილი
🔵„ქოსატყუილა გიჟი! 7 ნოემბერი რატომ მოუწყო ქართველ ხალხს, იმაზე ისაუბროს...“ - ხოფერია სააკაშვილზე