ტელეკომპანია „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე, ლავასოღლი, საქართველოშია.
ტელეკომპანია აცხადებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ფარულად, არჩევნებში დახმარების მიზნით შემოიყვანა.
„ფორმულას“ განცხადებით, ლავასოღლი აჭარაში თურქეთიდან ჩუმად შემოიყვანეს და ქვეყანას არჩევნების შემდეგ დატოვებს.