
„შორენას ეფექტში“ 5 წლის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სალომე გოგიშვილი „შორენას ეფექტში“ იხსენებს. მისი თქმით, რკინის ჯებირთან შეჯახების შემდეგ დაინახა, თუ როგორ ეგდო მისი ხელი ფეხებთან, თუმცა ამის გააზრება მხოლოდ საავადმყოფოში შეძლო.
„ერთ წვიმიან საღამოს სამსახურიდან გამოვედი, სახლში მივდიოდი და რეანიმაციაში მოვხვდი. წვიმაში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შევასკდით რკინის ჯებირს, საჭეს თავი დავარტყი და მძღოლის მხარეს გადავვარდი. ღვედი არ მეკეთა, ზუსტად ამან გადამარჩინა. თავი რომ ავწიე, მახსოვს როგორ დავინახე ჩემი ხელი ჩემს ფეხებთან ეგდო. ვგრძნობდი ცხელი სისხლის სუნს და გემოს. ნელ-ნელა უკვე ვითიშებოდი. მქონდა ტვინის შერყევა და ლავიწის ძვალი გატეხილი. გონება სასწრაფოს მანქანაში დავკარგე, ყურში გამუდმებით მესმოდა სიტყვა ამპუტაცია. ვიგრძენი რომ ფეხის თითები გავამოძრავე, შევხედე ხელს და მომეჩვენა რომ ორივე ადგილზე მქონდა, ერთი მარლით მქონდა შეხვეული. ექიმს ვკითხე, ხელი მომაჭერით მეთქი? ექიმმა თავზე ხელი გადამისვა, სალომე, ხელი მოგკვეთეთ მაგრამ გადარჩი და ეს არის ახლა მთავარიო“, – ჰყვება სალომე გოგიშვილი.