Digest Logo

„სიფრთხილე გმართებთ როგორც სამსახურში, ისე ფინანსებში“ - 1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1751346859
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს. იგი საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ამჯერად მელიქიშვილი 1-ელი ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, სადაც ყურადღებას ამახვილებს სიფრთხილეზე ფინანსურ და პროფესიულ სფეროებში.

„1-ელი ივლისის ჰოროსკოპი

მთვარის დღე – 6 / 7

მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე ქალწულსა და სასწორში

ვერძი

დღეს შესაძლოა მოგიწიოთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი შეცდომების გამოსწორება. სიფრთხილე გმართებთ როგორც სამსახურში, ისე ფინანსებში და მგზავრობისას. ეცადეთ, არ გაამწვავოთ კონფლიქტები – სიმშვიდე და დიპლომატიურობა დაგეხმარებათ.

კურო

დღე იდეალურია დასვენებისა და ფანტაზიებისთვის. ჩაეფლეთ საყვარელ საქმეში. შეეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ უფროსებისგან, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ვალდებულებები ან გაუგებრობა.

ტყუპები

გადატვირთული და მოუცლელი დღეა. მოგიწევთ მრავალ საკითხზე კომუნიკაცია და დაძაბული ფიქრი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საღამო სასურველია დასვენებისთვის – იარეთ მასაჟზე ან გაისეირნეთ.

კირჩხიბი

რთული სიტუაციები მოსალოდნელი არ არის. შეძლებთ მარტივად დაგეგმოთ დღე და შეასრულოთ ვალდებულებები. ერთ-ერთი ძველი პრობლემა შესაძლოა, დადებითად გადაიჭრას. საღამო გაატარეთ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად.

ლომი

დღეს შესაძლოა მოიწყინოთ, თუ აქტიური საქმე არ გამოჩნდება. დაისვენეთ და მიხედეთ საკუთარ თავს. სასარგებლოა გასართობ ღონისძიებაზე წასვლა ან უბრალოდ განტვირთვა.

ქალწული

გაითვალისწინეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაძლოა გააქტიურდეს ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადება. მარტივი სამუშაო უკეთესი არჩევანია. მათთვის, ვინც შემოქმედებით სფეროშია – იღბლიანი დღეა.

სასწორი

ემოციურად ნეიტრალური და ჰარმონიული დღეა. დროა დაისვენოთ, გაუფრთხილდეთ იმუნიტეტს და ისიამოვნოთ სიახლეებით. სასურველია, დრო გაატაროთ ღია ცის ქვეშ ან წახვიდეთ კულტურულ ღონისძიებაზე.

მორიელი

გავლენიანმა პლანეტებმა შესაძლოა, იმოქმედონ თქვენი ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს მიმართ. მოერიდეთ მნიშვნელოვან ვიზიტებსა და შეთანხმებებს – გადადეთ სხვა დღისთვის.

მშვილდოსანი

დღეს გაგიჭირდებათ კონცენტრაცია და პროცესების კონტროლი. თუ თქვენი საქმიანობა სიზუსტეს საჭიროებს – უმჯობესია დაისვენოთ. საღამო გაატარეთ მყუდრო და მშვიდ გარემოში.

თხის რქა

თქვენი სიწყნარე და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ წარმატებაში. შეიძლება მოგიწიოთ სხვისი შეცდომების გასწორება ან მეტი პასუხისმგებლობის აღება. მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრა ან შეტყობინება.

მერწყული

თქვენთვის დღე გახდება თვითანალიზისა და შემოქმედებითი საქმიანობის დრო. სასარგებლოა მედიტაცია, განმარტოება და აზრთა გადახედვა. სავარაუდოა, ძველი პარტნიორი ან კლიენტი ისევ გამოჩნდეს.

თევზები

დღე აქტიური და მრავალფეროვანია. მოგიწევთ მეტის გაკეთება, ვიდრე დაგეგმეთ. იქნება როგორც წარმატება, ისე დაბრკოლება. საღამოს დაისვენეთ წყლის პროცედურებით ან საყვარელი საქმით.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საყრდენი კედელი იყავი, რამდენს ეხმარებოდი, ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე“ - თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ეკატერინე ტუღუში გადაღებიდან მორიგ ფოტოებს აქვეყნებს - „საოცარი გოგო ხარ, ულამაზესი“

„ულამაზესი ხარ, განსაკუთრებული“ - როგორ აფასებენ სალომე ღვინიაშვილის ახალ ფოტოებს