დეკანოზმა ზაზა თევზაძემ ფორმულასთან 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას, მომხდარი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციით ახსნა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც წვლილი მიუძღვით 5-6 ივლის განვითარებულ ამბებში ქართული სახელმწიფოებრიობის მტერია.
„ევროკავშირის დროშა შეგნებულად დაწვეს. ეს არის შეგნებულად გაკეთებული, იმისთვის რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ძირითადი პარტნიორი და ვიყოთ განწირულები. ამას ვინც ახალისებს ყველამ ვიცით, ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია, ის იმპერიალისტური მახინჯი ძალა, რომელიც არის ჩრდილოეთით და მისი მხარდამჭერები, მე-5 კოლონა, რომელიც ყველგან არის, ისინი ეკლესიაში მძლავრობენ. პუტინს გამოცხადებული აქვს, რომ ის არის მართლმადიდებლობის მფარველი და უპირისპირდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელიც არის მსოფლიო პატრიარქი… აქ დიდი ფულია, დიდი ორგანიზება.
ჟურნალისტებზე თავდასხმა, ნუ ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა, მაგრამ განსაკუთრებით ჟურნალისტებზე ძალადობა დაუშვებელია. ომის პირობებში და მძიმე მდგომარეობაშიც კი ეს მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული…გადაფარება იმისი, რომ რაღაცით გავამართლოთ და ტყუილებით შევმოსოთ, ეს არის ამაზრზენი, მით უმეტეს სასულიერო პირების მხრიდან. სიცრუე, ტყუილი ეს ყველაფერი არის ეშმაკიდან და ბოროტების სათავე. როცა ადამიანი იტყუება, ის თავის ლუსტრაციას ახდენს და აჩვენებს რა კავშირი აქვს ქრისტესთან და ეკლესიასთან. ეს არის ცალსახად დასაგმობი.“
ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.
მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ბათუმში შუახნის კაცმა 10 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა
ოპერატორი: რომ უნდა გავენადგურებინეთ მათგან ერთ-ერთს დაუვარდა ჯვარი, შევუნახე და მოაკითხოს
წყარო: www.alia.ge