Digest Logo

ბათუმში შუახნის კაცმა 10 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

1625759660
პედოფილია

სამაუწყებლო კომპანია „მთავრი არხი“ 10 წლის ბავშვის მიმართ ბათუმში მომხდარი, სავარაუდო სექსუალური სახის გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ტელევიზიის ცნობით, შუახნის მამაკაცმა 10 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაზე.

არასრულწლოვანი ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი იყო, ამჟამად კი ეს ფონდი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა.

ფონდის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა არასრულწლოვანი, ასევე სავარაუდო დამნაშავე. კაცი ბავშვის ოჯახის ახლობელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

აცრასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს თამარ ჟამურაშვილი პასუხობს

ამას დასცხა? - კახა კალაძე ეკა კვესიტაძეზე

სასწაული მეთოდი 60-იანი წლებიდან - რა უნდა ქნათ თუ წონაში კლების პროცესი გაჩერდა?

წყარო: mtavari.tv