Digest Logo

ეკლესიებში ახალი რეგულაციები ამოქმედდება

1606311081
სამების ეკლესია

ტაძრებში დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

განცხადების თანახმად, საპატრიარქო მრევლს მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში თუ შეუძლოდ გრძნობენ თავს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, მსახურებაზე დასწრებისაგან თავი შეიკავონ. ზიარების შემთხვევაში კი, მოძღვარი სახლში მიაკითხავთ.

„COVID 19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისაგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.