Digest Logo

ენმ-ს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა

1637220883
 ნუგზარ ფუტკარაძე

ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას პარტიის ბათუმის ოფისში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა იყო.

ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა.