მედეა ადამიამ, რომელსაც დედა კოვიდ 19-გან გარდაეცვალა, ფეისბუკში წერს, თუ როგორ პირობებშ მკურნალობდნენ დედამისს.
„ფილტვებს ვმკურნალობთო ფილტვებს და მინუს 18-20 გრადუსში ჰყავთ პაციენტები რეანიმაციებში… საცოდავ ხალხს შუქს არ უქრობენ არასდროს… წარმოიდგინეთ სულ სინათლეა და სულ ცივა… ამ დროს კი 100% ხისტი ჰაერი გეხეთქება ნიღბიდან… გიკეთებენ მუდმივად დამაძინებელს… ეს არის სრული შოკი… სადიზმის პიკი!!! და ამის მერე ინტუბაცია და შავი პარკი ზმეიკიანი…
ანუ სიცივე, 24 საათიანი სინათლე, ნიღაბი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი (ექიმის კვირაში ერთხელ, აბა ისე სად სცალია შემოსასვლელად ყავა ვინ მიირთვას მერე), ძილი, შიმშილი, წყურვილი, ძილი… ტკივილი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი… ტკივილი… ტკივილი… ექთნის ყვირილი… უძლური ადამიანის ტირილი, ტირილი…. ძილი… ძილი… ძილი… და ამ ყველაფრით გადაღლილზე სხეულიდან გასვლა… შავი პარკი, უდიერად ჩაგდება, ზმეიკა… და სრული უპატრონობა… ეს არის მოკლე აღწერა კოვიდ რეანიმაციის…“ - წერს დეა ადამია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებისთვისაც მომდევნო კვირა ურთულესი იქნება