„გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერა?", — ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა მთავარი არხის ჟურნალისტს პარლამენტში კითხვის საპასუხოდ.
მოგვიანებით ჟურნალისტმა მას ჰკითხა - „მიიღეთ თუ არა სიცოცხლით სავსე ქალაქი კახა კალაძის მერობის დროს?“ რაზედაც დეპუტატმა კვლავ გაუმეორა: „ გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ არ გადაგიყენებიათ? თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ?"
ინფორმაციისთვის, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „ვაიმე, რა გავაკეთო? დილიდან ვებრძვი"- რა ხდება დიდ დიღომში?