Digest Logo

გადავადდება თუ არა სესხები? - ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განმარტება

1605089944
სესხის გადავადება

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში ბანკებმა მოქალაქეებს სესხი 3 თვით გადაუვდეს.

მაშინ ბანკებმა და მიკროსაფინანსოების ნაწილმა, კორონავირუსის გამო დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა შემოსავლების დაკარგვა და ზოგადი ეკონომიკური კრიზისი გაითვალისწინა და ყველა მსესხებელს სამი თვით სესხის დაფარვის ვალდებულება გადაუვადა.

ეს საშეღავათო პერიოდი ივნისში იწურებოდა, თუმცა პრემიერის, გიორგი გახარიას ბრძანებით, ყველა ის მოქალაქე, რომელმაც სამსახური დაკარგა და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარებოდა, სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადა, მოქალაქეები სესხის გადახდისგან სექტემბრამდე განთავისუფლდნენ.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა აპირებს, თუ არა ბანკები მოქალქეებს, კვლავ გადაუვადოს სესხები.

როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს საკითხი ჯერ არ განიხილება:

„ერთიან გადავადეებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არის საუბარი, დღის წესრიგში არ დგას ამის საჭიროება.

მოწყვლად ჯგუფებზე, ბიზნესმენებსა და ფიზიკურ პირებზე, ივნისიდან მიმდინარეობს უკვე შეღავათი, მაგრამ ეს არ არის სესხის გადავადება, აქ მხოლოდ გრაფიკის ცვლილება მოხდა“,- ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

კომუნალურ გადასახადებს მთავრობა 4 თვის განმავლობაში გადაგვიხდის

პირბადე და აკნე - ექიმის რჩევები, როგორ დავიცვათ კანი გაღიზიანებისგან

30 წელია ვერ აგიშალეთ ნერვები ამაზე და რამ გადაგრიათ ყარაბაღში რუსი ჯარის ჩაყენებაზე? - დათო ლიკლიკაძე