Digest Logo

განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში - ამირან გამყრელიძის განმარტება

1629189055
სწავლა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბერს სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება.

 

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სწავლის დაწყების დროისთვის კვლავ მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სასწავლო პროცესი ვერ განახლდება.

„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რა შემთხვევაში აღარ იქნება მოქალაქეებისთვის კოვიდზე ტესტირება უფასო?

🔵„57-ე ნომერი 10 ლარად მომყიდა“ - აცრის პუნქტებთან გადამყიდველები გამოჩნდნენ

🔵„ავდექით! ვსუნთქავთ! ცოცხლები ვართ, ხალხნო, თქვენ გენაცვალეთ!“ - თანდაშვილის ემოციური მიმართვა მოქალაქეებს