Digest Logo

გლდანის ციხის ტერიტორიაზე ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს

1636389453
ტომოგრაფია

გლდანის ციხის საავადმყოფოში ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს. გლდანის ციხის ტერიტორიაზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპეციალური დანიშნულების რაზმი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს და ის აქ აღარ არის.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ამავე თემაზე👇

🔵„დავტირი უმწეო, ობოლ გოგოს, საწოლში რომ ზის და სტკივა, არავინ ჰყავს და არავინ დაუჯერა... მე მხოლოდ 7 წლის ვიყავი “ - ძალადობის ისტორია

🔵სად და როგორ ცხოვრობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი - ვერა ქობალიას ოჯახური იდილია და ულამაზესი ქალიშვილი

🔵„კანონიერ ქურდებს" მიუყვანეს მიხეილ სააკაშვილი... იმდენს ნუ იზამთ, ქოცელიტავ, რომ ცოცხლებმა ვერ გააღწიოთ ამ ქვეყნიდან" - ბაია პატარაია

🔵VIDEO: ნახეთ პალატა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ

🔵„ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ ავირიოთ... შეცდომის უფლება არ გვაქვს, არავის“ - ხატია დეკანოიძე

🔵სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - პენიტენციური სამსახურის განცხადება

🔵„SOS!!! ამას ჰქვია მძევალი მიხეილ სააკაშვილის გატაცება“ - ნიკა გვარამია