მას შემდეგ, რაც ვერა ქობალიამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც. ვერა ქობალიამ რჩეულზე, არქიტექტორ დავით კურცხალიაზე იქორწინა და წყვილს 2013 წელს გოგონა, ანასტასია შეეძინა. როგორც ვერა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი ქმარი სახელმწიფო სამსახურში არ არის დასაქმებული, ის კერძო ბიზნესშია ჩართული.
„მე და დათო ბევრს ვიცინით ხოლმე იმაზე, რომ ჩვენ სხვადასხვა დროს სამჯერ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ მე ეს არ მახსოვდა გუდაურში შეხვედრამდე, როცა ჩვენი ურთიერთობა დაიწყო. დათო ძალიან მიჭერს მხარს ყველაფერში, ვფიქრობ, მეუღლე საუკეთესო მეგობარიც უნდა იყოს“, - ამბობდა ვერა ქობალია.
ოჯახი ახლა კანადაში ცხოვრობს და, როგორც მათი სოციალური ქსელიდან ჩანს, წყვილი მსოფლიოს გარშემო ბევრს მოგზაურობს.
ვერა ქობალიასადმი ინტერესი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც სააკაშვილი წერდა, ვერა 300-მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი გახდა, რომელიც ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად მიავლინა ავსტრალიის მთავრობამ, გარდა ამისა, ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია კანადაში. მუშაობს ინოვაციების სფეროში და მისი კომპანიის აქციონერი „ტვიტერი“ გახდა.
„მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა.
ვერა ქობალია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პირად და ოჯახურ ფოტოებს. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ის ვარჯიშისთვის, მოგზაურობისა და ოჯახთან ერთად დროის გატარებისთვის მაინც იცლის.
„დღეს უკვე მესამე მწვერვალზე ავედით, 1,449 მ, ვამაყობ, ლილუ", - წერს ვერა და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ვერას გამომწერები აღნიშნავენ, მას წლების მატება არ ეტყობა და ყოველთვის იდეალურად გამოიყურება.
„სილამაზე ქართულად", "რა ლამაზი ხარ, ვერა", - წერენ კომენტარებში.
რაც შეეხება გოგონას, ვერას გულშემატკივრების თქმით, მას დედის ღიმილი აქვს: „ულამაზესი დედა-შვილი", „უმაგრესები", - წერენ გამომწერები.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ნახეთ პალატა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ
🔵„ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ ავირიოთ... შეცდომის უფლება არ გვაქვს, არავის“ - ხატია დეკანოიძე
🔵სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - პენიტენციური სამსახურის განცხადება
🔵„SOS!!! ამას ჰქვია მძევალი მიხეილ სააკაშვილის გატაცება“ - ნიკა გვარამია
🔵„მზადყოფნაში ვართ“ - გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი
🔵„ჩემი შვილი ციხეში აღარ არის, სადღაც გააქრეს“ - გიული ალასანია
წყარო: www.stily.ge