ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„შემოყვანილია გულის გაჩერებით და სიხლდენით. ორივე კიდურის მძიმე დაზიანება აქვს. იმყოფება შოკის დარბაზში. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“ - ამბობენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.
მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: „შოკურ მდგომარეობაში იყო...“ - ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს
🔵„დედას 20 დღის ჩვილი ხელში ეჭირა, წლის და 3 თვის ბავშვი კი მანქანაში იყო“ - რას ჰყვება თვითმხილველი
წყარო: tabula.ge