საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღამიძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ყველას მეტი თანაგრძნობა მართებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი, ერთმანეთი გავაძლიეროთ, ამ ერთობაში ჩვენი, ყველას საკეთებელი საქმე ვაკეთოთ. პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ ქრისტემ შეირიგა ქვეყანა, ადამიანს არ შეურაცხა მათი ცოდვები და შერიგების სიტყვა დაგვიტოვა. ამიტომ გვმართებს მეტი თანაგრძნობა. მინდა, სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს. ნებისმიერი ადამიანის წასვლა, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ძალიან სამწუხაროა. ძალიან ახალგაზრდა ადამიანი წავიდა, გულით ვიზიარებთ ამ წუხილს”,- აღნიშნავს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი
კობახიძემ მითხრა, რომ შენ ხარ ნაბიჭვარიო - ვატო წერეთელი
„ჩემმა ქმარმაც კარგი ქნა, რომ გამშორდა...“ - ნინო ზამბახიძე
წყარო: ptn.ge