Digest Logo

ილია მეორე პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

1607509301
საქართველოს პატრიარქი

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. როგორც წესი, საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრება.

როგორც „დაიჯესტს“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა ამჯერად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება.

„პატრიარქი მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. ვარიდებთ ყველანაირს შეხვედრებს. ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა უწმინდესის ნაცვლად ვინ დაესწრება სხდომას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცესკო-ს მონაცემებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში სულ 9 პარტია შევიდა, მათგან „ქართული ოცნება“ უმრავლესობით. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამდგომლობით, შეხვედრები ამ დრომდე იმართება.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თუ მოთხოვნები არ შესრულდება მაღაზიის წინ თავს დავიწვავ - რას ითხოვს ლიკლიკაძე?

VII, VIII დღესაც, შეიძლება, მსუბუქ პაციენტებში დაიწყოს გართულება - ექიმი

პაატა იმნაძემ პანდემიის დასრულების დრო დაასახელა