Digest Logo

თუ მოთხოვნები არ შესრულდება მაღაზიის წინ თავს დავიწვავ - რას ითხოვს ლიკლიკაძე?

1607508591
ჟურნალისტი და მსახიობი

ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ სახალისო სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტის სასაჩუქრე ქულებს მუდმივად აგროვებდა. დასახულ მიზნამდე მისვლის შემდეგ კი, ამ ქულებით ნახევარი კილოგრამი შვრიის ფანტელი მოუვიდა.

როგორც ლიკლიკაძის სტატუსიდან ვგებულობთ, „პრიზით“ უკმაყოფილოა.

ამ სტატუსის შემდეგ, ლიკლიკაძემ მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მის მიერ დაწერილი წინა პოსტი განავრცო.

„მაღალი, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მოლაპარაკებები ჩემსა და ერთ- ერთ მაღაზიათა ქსელს შორის ჩიხში შევიდა. პრაქტიკულად არანაირ დათმობაზე არ მოდიან. არადა ჩემი მოთხონები არის გონივრულად მოზომილი:

1. შვრიის ფანტელი ჩანაცვლდეს 400 გრამიანი მაიონეზით ან ზეთით.

2. დამამცირებელი მოპყრობის გამო დამემატოს 200 გრამიანი კარაქი.

3. ის შვრიის ფანტელი ერთ კილომდე მაინც შეგეთავებინათ.

4. და ბოლოს, თუ მოთხოვნები არ შესრულდება თქვენი ბრენდირებული მაღაზიის წინ თავს დავიწვავ. მადლიერ საზოგადოებას კი ვთხოვ ჩემი ფერფლი ( ნახევარ კილო შვრიის ფანტელთან ერთად ) ქუთაისის ქუჩებში მიმოფანტონ“- წერს ლიკლიკაძე.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო, არ მოიწყინოთ, ჩვენ მალე ისევ ერთად ვიქნებით - ვახტანგ ფხაკაძის აქამდე უცნობი წერილი

ჩემი ტკივილი უსაზღვროა! სიტყვებს ვერ ვუყრი თავს - თამარ ივერს ახლობელი გარდაეცვალა

სოსო პავლიაშვილმა ჯვარი დაიწერა - ვინ არის მისი რჩეული

დედამიწა საფრთხეშია? - დღეს მზეზე დიდი აფეთქებაა