Digest Logo

„იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რომ მედიცინას საერთოდ შეეშვა“ - ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება გაუწია, სამედიცინო სფეროდან წავიდა

1645008769
მეგი ბაქრაძე

უმცროსი ექიმი, რომელმაც ახალციხელ ექთანს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ  პირველადი დახმარება გაუწია, ჯერ კლინიკა „იმედიდან“ შემდეგ კი სამედიცინო სფეროდან წავიდა. ინფორმაციას „მეცხრე არხს“ ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური უდასტურებს.

მისი თქმით, მეგი ბაქრაძის ტრაგიკულმა შემთხვევამ, ბექა ლიპარტელიანზე იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა იქონია, რომ საყვარელ საქმიანობაზე უარი თქვა და თეთრი ხალათი გაიხადა. გიორგი აფციაურის თქმით, სამედიცინო სფეროსთვის ეს დიდი დანაკარგია.

„ბექა საკმაოდ გამოცდილი ექიმია. ბევრ ექიმს სჯობნის კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში. რომ ვენდობოდი იმიტომ ვთხოვე, რომ ამ „კოვიდობის" დროს ჩამოსულიყო და გვერდზე დამდგომოდა.

გული მწყდება, იმ დროს იქ რომ ვყოფილიყავი, ბექა ასცდებოდა ამ ყველაფერს. იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და განიცადა ეს ყველაფერი, რომ მედიცინას საერთოდ შეეშვა. თუმცა ასეთი კადრის დაკარგვა მედიცინისთვის ძალიან მძიმეა და არ შეიძლება. ბექა სამწუხაროდ, დღესდღეობით მედიცინაში აღარ არის,“ - ამბობს გიორგი აფციაური.

ბექა ლიპარტელიანმა დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მალევე დაწერა და კლინიკიდან წავიდა. „იმედის“ დირექტორი ირწმუნება, რომ მისთვის წასვლა არავის მოუთხოვია.

„ბექა ლიპარტელიანმა თვითონ დაწერა საკუთარი ნებით განცხადება და წავიდა. ადმინისტრაცია მას ყველანაირად გვერდში დაუდგა. კლინიკას მის წინააღმდეგ არავითარი პრეტენზია გამოუთქვამს, არც მას არ გამოუთქვამს კლინიკის მიმართ. უბრალოდ დაწერა განცხადება და წავიდა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - ამბობს გიორგი ბარძიმაძე.

გასული წლის 18 მარტს, როდესაც მეგი ბაქრაძის ვაქცინაცია მოხდა, ექთანი უმცროსი ექიმის, ბექა ლიპარტელიანის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, რადგან კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ადმინისტრაციის დავალებით სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ვაქცინირებული ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ამ დრომდე სწავლობს.

ექიმები გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში ორივე ექიმმა მუშაობა კლინიკა „ევექსში“ დაიწყო. მალევე მათ „იმედის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მე გამოგაძრეთ ცოცხები უკანალიდან... ოჯახი ამიწიოკეთ 2011 წელს და ქონება წამართვით” - ვისზე წერს ვატო გელაშვილი

🔵„სიტყვა ვერ დავწერე... მაინც ბოლო წუთამდე მჯეროდა... ძალიან ადრე იყო ჯერ სიკვდილისთვის, ძალიან ადრე...“ - მაკა რაზმაძე თამაზ მეჭიაურზე

🔵VIDEO: „საკუთარ ქვეყანაში შრომას არაფერი სჯობს... ძალიან ძნელია აქ, მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს“ - კობა სუბელიანი

🔵VIDEO: „ზუსტად იმ დროს დაშორდა, როცა მე მეწყვილე დავკარგე“ - აქვთ თუ არა ჯულიანა ბარ-გნარს და ოთო ფოლადაშვილს სასიყვარულო რომანი

წყარო: tv9news.ge