სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ირწმუნება, რომ სოციალურ ქსელ ფეიბუქსა და ტვიტერზე მიმოწერა კონტროლდება.
როგორც გოგაშვილი წერს, მას ამერიკელმა მეგობარმა, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სოციალურ ქსელ parler-ზე გადასვლა ურჩია.
გოგაშილი მეგობრებს სოც. ქსელების დატოვებისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო, ყურადღება მიაქციეთ ყველამ ჩემს სტატუსს:
ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა მირჩიეს, რომელთაც ვენდობი და აქ არანაირი კომერციული ინტერესები არ მაქვს (დამეფიცება).
გირჩევთ, რომ გადახვიდეთ სოციალური კომუნიკაციის ახალ დაცულ და დემოკრატიულ სივრცეში, რომელსაც ეწოდება parler. თქვენი პირადი მონაცემები, პერსონა და თავისუფლება არ არის დაცული, არც ფეისბუკზე და არც ტვიტერზე.
ვისაც ჩემი გჯერათ გადადით ნელნელა, ვისაც არა, ვიცი უმრავლესობა მაინც გადახვალთ მომავალში.
გადახედეთ რას უკეთებენ ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, ამ კომპანიების მფლობელები. (აქ ვინც ხართ აქტიური გეცოდინებათ) აღარ ვსაუბრობ ჩვენზე.
ვინ აკონტროლებს თქვენს პირად სივრცეს იცით? თქვენს ინტიმურ მიწერ-მოწერას და ა.შ.?
იცოდეთ, არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი ერთ დღეს გახდეს საჯარო და ამაზე იფიქრეთ.
კითხვა: რატომ ვენდოთ parler ს?
პასუხი: რატომ ენდობით ამათ? რომლებიც ბლოკავენ ობიექტურ აზრს და ასევე აღიარებენ, რომ თქვენს პროფილს იყენებენ. მეც დამბლოკავენ სავარაუდოდ მალე ასე რომ..... ალტერნატივა არის.
პ.ს. ვერ ვიჯერებდი მეც და კონსპირაციები მეგონა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, აქ მეტს ვერ დავწერ ჯერ. იქ ყველაფერს დავწერ