მსახიობი რუსკა მაყაშვილი ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას ფორმულას გადაცემა „კომენტარში“ ეხმაურება.
მსახიობმა სატელევიზიო ეთერით საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს.
„რაც გუშინ ვნახე იყო ჯოჯოხეთი და სრული სიგიჟე, სრული დაუცველობის განცდა მქონდა გუშინ. გუშინ ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად დაუცველები იყვნენ ყველანი, ეს იყო რაღაც სიგიჟე, ქუჩაში ბავშვებს, ქალებს მისდევდნენ... მე რომ ცხვირზე პირსინგი მიკეთია, ამის გამო ქუჩაში ვერ უნდა გამოვიდე? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. რაც ვნახეთ, ნამდვილად მქონდა დაუცველობის შეგრძნება“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი.
ცნობისთვის, 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.
მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა, „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა აღიზიანებს, რა მოსწონს საკუთარ თავში და რის გარეშე ვერ ძლებს - ბლიც-ინტერვიუ კესარია აბრამიძესთან
„... ვერ ვაპატიებდი“ - ეთერში ატირებული თამთა ჭელიძე
„ბევრად მეტნი ვართ ჰეტეროები, რომელთაც ქალები გვიყვარს“ ვატაროთ აღლუმები?“ – დათო ევგენიძე