Digest Logo

🎥 „... ვერ ვაპატიებდი“ - ეთერში ატირებული თამთა ჭელიძე

1625560705
მომღერალი თამთა ჭელიძე

მომღერალი თამთა ჭელიძე ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ესტუმრა და მსახიობ ჯაბა კილაძესთან განქორწინების შემდეგ მძიმე და დეპრესიულ პერიოდზე ისაუბრა. მომღერალმა ამ თემაზე ლაპარაკისას ცრემლები ვერ შეიკავა.

„ხანდახან ვფიქრობ, რომ იმისთვის გავჩნდი, რომ ასეთი შვილი მყოლოდა… როცა ოჯახში ამერია რაღაცები, ურთულესი ორსულობა მქონდა, შენარჩუნებაზე ვიწექი შვიდი თვე. ექიმმა დამიბარა და მითხრა, რომ შენ შვილს გააჩენ იმ შემთხვევაში, თუკი შვიდი თვე არ ადგებიო. ძალიან მინდოდა შვილი, რადგან სამი წელი იყო გასული ქორწინებიდან. ყველაფერი გადავდე… მერე ჯაბას გავშორდი… ჩემთვის ოჯახის დანგრევა იყო ქვეყანა რომ თავზე დაგექცევა, წარმოუდგენელი რაღაც იყო, თან ამ ყველაფერში იმდენი რამ მქონდა ჩადებული, ამაგი, ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, ისეთი წარმოუდგენელი რამ მოხდა, რასაც ვერ ვაპატიებდი…“ - ამბობს თამთა ჭელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბევრად მეტნი ვართ ჰეტეროები, რომელთაც ქალები გვიყვარს“ ვატაროთ აღლუმები?“ – დათო ევგენიძე

„არ მჯერა, რომ უჭირდეს ჰომოსექსუალს ან ტრანსგენდერს და ადამიანმა ჩაუაროს ისე, რომ არ დაეხმაროს...“ - კასრაძე

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ ფოტოებს აქვეყნებს