Digest Logo

კახი კავსაძემ კოვიდ-19 დაამარცხა

15/12/2020 • 7:39
კახი კავსაძე საახიობი

საქართველოს სახალხო არტისტმა, მსახიობმა, კახი კავსაძემ, 85 წლის ასაკში მომაკვდინებელი ვირუსი კოვიდ-19 დაამარცხა.

ინფორმაცია მსახიობის გამოჯანმრთელების შესახებ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაადასტურა.

მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, ჰყვდათ მართვით სუნთქვაზეც, თუმცა შეძლო და ვირუსის დაამარცხება.

კავსაძე ქართულ კინოსა და თეატრში არაერთი სახასიათო და დასამახსოვრებელი როლი შექმნა, მათ შორის: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი (“მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“) და სხვა.

მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

კახი კავსაძე 1959 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. სწორედ რუსთაველის თეატრის წინ, 2008 წელს მსახიობის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ინფორმაციისთვის, კავსაძეს ვირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.