Digest Logo

„ეს კვირა გახლავთ ბოლო დრო, როცა შეიძლება თქვენი მიზნებისთვის ბრძოლა...“ - გიორგი ლობჯანიძე 11 ივლისის სავსემთვარეობაზე

1752132133
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

გიორგი ლობჯანიძის მორიგი პოსტი 11 ივლისის სავსემთვარეობაზეა, როგორც იგი ამბობს, აღნიშნული მოვლენა 11 აგვისტომდე გაგრძელდება:

„ჩვენი გეგმების და იდეების მატერიალიზაციის ეტაპი დგება მიმდინარე სავსემთვარეობის ფონზე!

პიკი გვექნება დღეს გამთენიისას, უკვე 11 რიცხვში 00:36 საათზე, თხის რქას ზოდიაქოს ნიშანში!

სავსემთვარეობა, როგორც იცით, ესაა ასტრონომიული მოვლენა, როდესაც დღის და ღამის მანათობლები იმყოფებიან ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებში. მთვარე მალევე დაიწყებს კლებას და წავა დაღმავალი მიმართულებით.

ეს დრო კარგია გეგმების დასრულებისთვის, სხვათა შორის დრომოჭმული ნივთებისა და გამოუსადეგარი საგნების მოშორებისთვის, დამატებით - დიეტის თვალსაზრისით წონაში კლებისთვისაც.

თხის რქა - სტიქია მიწა, კარდინალური ფენის წარმომადგენელია. საკმაოდ ამბიციური, კარიერული, დამოუკიდებელი, ამტანი, მიმღები, რეალური კადრი და პასუხისმგებლობიანი ნატურაა.

ეს სავსემთვარეობა არის აგვისტოს 11 რიცხვამდე ბოლო პერიოდი და განსაკუთრებით ეს კვირა გახლავთ, ჯერ კიდევ, ბოლო დრო, როცა შეიძლება თქვენი მიზნებისთვის ბრძოლა, რადგანაც 18 ივლისიდან კომუნიკაციებისა და გონების მმართველი მერკური ხდება უკუსვლითი, ანუ რეტროგრადული, შესაბამისად მოასწარით საქმეების დაწყება - დასრულება!

18 ივლისიდან, აგვისტოს შუა რიცხვებამდე გააქტიურდება ძველი, დაუსრულებელი ამბები, მათ შორის, პროექტები, გეგმები, ძველი ურთიერთობები ამოტივტივდება ზედაპირზე და არაა გამორიცხული, რომ ახლა მოგიწიოთ საბოლოო პასუხების გაცემა დასმულ კითხვებზე.

საერთაშორისო გლობალურ დონეზეც ვიხილავთ მორიგ დაუმთავრებელ კონფლიქტებს, მეორე ტაიმს და გაგრძელების მექანიზმებს ამა თუ იმ ქვეყნებს შორის.

მაღალია ალაგ-ალაგ ამინდის ცვალებადობის შანსებიც, ზოგან სიცივე და ზოგ შემთხვევაში კი ხანძრებიც, თუმცა მომდევნო +- ორი კვირის მანძილზე ეცადეთ, რომ გააქტიურდეთ და დაწყებული საქმეების რეალიზაცია შეძლოთ.

სავსემთვარეობის დროს ღამის მანათობელს აქვს შესანიშნავი ტრიგონი პლანეტა მარსზე, ამიტომ ახლა წინსვლის დროა!

იყავით რაციონალურები და კონკრეტულ შედეგებზე კონცენტრირებულები!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რეალის“ მარცხი კი თავიდან ბოლომდე „ალონსოს” კისერზეა“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕„რაც არ უნდა იჭორაონ ჩემზე, მაინც ყველაფერზე გავიცინებ...“ - შორენა ბეგაშვილი საკუთარი დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს

🎥 რას იტყვის ხალხი?!... სწორია თუ არა ცხოვრება სხვების სურვილებით და შეხედულებებით - ფსიქოლოგის რჩევები