Digest Logo

კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ

1619849866
კახი კავსაძე

ლეგენდარულ მსახიობს- კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ. 

მას 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის- ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ცნობისთვის, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.