Digest Logo

🎥 „სამყარო გასაჩუქრებთ...“ - 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1746770525
ანზორ ოდიშარია

„დღეს არის მნიშვნელოვანი ქაოსის დღე მსოფლიოში და სამყაროში. ფარდა ეხდება წარსულს, შეიძლება ფარდა აეხადოს წარსულს, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე“, -  8 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.

ასევე მან ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა.

ცეცხლის სტიქია

ვერძი 

ეცადეთ არ დაიბინდოს თქვენი გონება, არ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილებები. მაქსიმალურად ჩაერთეთ ხელოვნებაში და განტვირთით დაკავდით.

ლომი 

გადაუმუშავებელი ინფორმაციები და საქმეები შეიძლება ამაღელვებელ აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი

არასწორი ინფორმაცია, გზავნილები სამყაროსგან, სიზმრები დილიდან შეიძლება ეს გავლენა იგრძნოთ, თუმცა არავის და არაფერს ენდოთ გადაუმოწმებლად.

მიწის სტიქია

კურო

გამოიჩინეთ წინდახედულობა და სიფრთხილე, განსაკუთრებით მტვრევად ნივთებთან.

ქალწული

კარგი დღეა დასუფთავებისთვის, როგორც სახლის, ასევე სოციალურ ქსელებშიც. შეგიძლიათ წაშალოთ არასაჭირო ინფორმაცია და ხალხი, ეს თქვენ ენერგეტიკაზე კარგ გავლენას მოახდენს.

თხის რქა

თქვენი მოთმინება და ფსიქოემოციური მდგომარეობა ბევრ ადამიანს დაეხმარება გადალახონ სხვადასხვა სირთულეები. 

ჰაერის სტიქია

ტყუპები

იღბლიანი და წარმატებული დღეა, შეიძლება მოულოდნელი სიხარული მოვიდეს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, სამყარო გასაჩუქრებთ. 

სასწორი

არასწორი ხარჯები გაქვთ, ეცადეთ შეიკავოთ თავი ფულის ზედმეტი ხარჯვისგან.

მერწყული

მოგზაურობისთვის და გადაადგილებისთვის კარგი დღეა, ყველა მიმართებით კარგი დღეა და შეგიძლიათ ბევრი რამ გააკეთოთ.

წყლის სტიქია

კირჩხიბი

ამსუბუქებულია მათი ენერგია, თუ ვინმემ კირჩხიბს აწყენინეთ დღეს მათ შემორიგებას მარტივად შეძლებთ. ემოციები სწორად აღიქვამს უკვე ენერგიას. 

მორიელი

გეძლევათ ძალა სიკეთით მიაღწიოთ იმ ჩანაფიქრს, რაც გაქვთ. თუმცა, ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ეს დღეს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

თევზები

ძლიერი ენერგეტიკული  დღეა, გეგმების დაწერის და გადაფასების დღეა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოთ. 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„მინდა გაგიზიაროთ საიდუმლო! ცხოვრება ახალ ეტაპს მიმზადებს...“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი

⭕9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

⭕როგორი ამინდი იქნება 9 მაისს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით