Digest Logo

„ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა" - როგორ მიულოცა პატრიარქმა ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე

1626881857
ნანი დაილია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. მისალოც ტექსტს საპატრიარქო ავრცელებს.

„ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით. ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა, ეს დიდებული ქალბატონი. დაე, მისი კეთილხმოვანება კვლავაც დიდხანს ატკბობდეს მსმენელს. ღმერთმა დალოცოს იგი და სულიერი სიხარულით აღავსოს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი", - წერია პატრიარქის წერილში.

⭕ამავე თემაზე წაიკითხავთ:

„ის დიდი ხანია ქართული კულტურის უცვლელ სახეს წარმოადგენს" - როგორ მიულოცა კახიმ ნანი ბრეგვაძეს იუბილე

„85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს" - როგორ მიულოცა ნანის ირაკლი ღარიბაშვილმა იუბილე

ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა - მომღერლის ყველაზე დიდი საიდუმლო და ცოტა რამ მის უიღბლო სიყვარულზე