Digest Logo

ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა - მომღერლის ყველაზე დიდი საიდუმლო და ცოტა რამ მის უიღბლო სიყვარულზე

1626850740
ნანი ბრეგვაძე

მომღერალ ნანი ბრეგვაძის შემოქმედება ნახევარ საუკუნეზე მეტია მილიონობით ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. უბერებელი ნანი ბრეგვაძე დღეს ძველი და ახალი თაობის საყვარელი მომღერალია.

ნანი ბრეგვაძის ნიჭსა და სილამაზეზე უკვე წლებია ლეგენდები დადის, 85 წლის მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება.

ხელოვანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ესტრადას მიუძღვნა, უდიდესი ტკივილის მატარებელია, რაზედაც საჯაროდ საუბარი არ უყვარს. წარმატებული კარიერის პარალელურად, მისი პირადი ცხოვრება ია და ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა.

„დაიჯესტი“ ამ სტატიაში ნანი ბრეგვაძის პირადზე გიამბობთ.

ნანი ბრეგვაძით მოხიბლული მამაკაცები მუდმივად ცდილობდნენ მის მოხიბვლას, თუმცა მომღერალი ყველასთვის მიუწვდომელი იყო. მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ის ბუბა კიკაბიძესთანაც კი დააქორწინა, თუმცა, ამ დროს მას სახლში ის მამაკაცი ელოდა, რომელსაც ორჯერ გაჰყვა ცოლად, საბოლოოდ კი ისევ მარტო დარჩა...

მერაბ მამალაძე და ნანი ბრეგვაძი

ნანი ბრეგვაძის დედა, ოლგა მიქელაძე შვილთან დაახლოებულ ყველა ყმაწვილს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მათ შორის იყო მერაბ მამალაძეც. გოგოს მერაბი მოსწონდა, თუმცა ის მერაბში მხოლოდ მეგობარს ხედავდა.

დროთა განმავლობაში, მერაბმა თავისით გამოიჩინა ინიციატივა, სასწავლებლიდან მომავალ ნანის შინ აცილებდა, იჩენდა დიდ ყურადღებას, საჩუქრებითაც ანებივრებდა. დედამ დაარწმუნა გოგო, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.

ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა, როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.

გათხოვების შემდეგ ნანის მერაბის მშობლებთან ერთად მოუწია ცხოვრება. დედა ნანის მაქსიმალურად უწყობდა ხელს, ეკას დაბადების შემდეგ, ბავშვის აღზრდაც საკუთარ თავზე აიღო.

პოპულარულ მომღერალზე ქმარმა ცოტა ხანში ეჭვიანობაც დაიწყო, ნანის თან გვერდით პროფესიიდან გამომდინარე უამრავი ბიჭი მეგობარი ჰყავდა. მერაბი გაწონასწორებული პიროვნება იყო, იმდენად თავდაჭერილი, რომ ნანი ვერ ამჩნევდა მის ეჭვიანობას, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც წაუყენა პირობა მერაბმა,- ან - მე, ან - შენი ანსამბლიო.

ნანი მზად იყო ოჯახის შესანარჩუნებლად უარი ეთქვა კარიერაზე, თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მერაბი, ბოლოჯერ გაეშვა მეუღლე კონცერტზე...

მორიგი სიმღერის დასრულების შემდეგ, მერაბი მისულა ნანისთან და უთქვამს: „შენ უნდა იმღეროო!“

მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ნანი დაიღალა ეჭვიანობის სცენებით და მათი ქორწინება დასრულდა.

თუმცა დაშორებიდან მალევე მერაბი დააკავეს და ნანის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დადგა. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მერაბს რაღაც საქმე წამოუწყია და საეჭვო დოკუმენტებზე ჰქონდა ხელი მოწერილი, რის გამოც 8 წლით დააპატიმრეს. ის სასჯელის მოსახდელად ესტონეთში გაუშვეს. ნანი ძალიან განიცდიდა მეუღლის დაკავებას, მეუღლის დაკავებით შეწუხებული ნანი პირდაპირ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან წავიდა, რომელსაც მერაბის საქართველოს ციხეში გადმოყვანა სთხოვა. თხოვნა საქართველოს იმჟამინდელმა პირველმა პირმა შეუსრულა.

ციხიდან გამოსული მერაბი ნანის რადიკალურად შეცვლილი ეგონა, მერაბი ნანის დაჰყვებოდა გასტროლებზე და ყოფილი მეუღლის მიმართ უდიდეს ყურადღებას იჩენდა. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა ოჯახში პრობლემამ იჩინა თავი. მერაბი სამსახურს ვერ შოულობდა, განიცდიდა, დარდის ალკოჰოლით მოკვლას ცდილობდა... და ისევ დაიწყო ეჭვიანობა. ნანი ამჯერად საბოლოოდ დაშორდა მერაბს. ყველასთვის საყვარელ მომღერალს მეუღლისგან მხოლოდ პატივისცემა და ურთიერთგაგება სურდა, თუმცა მას ოჯახში ეს ყველაფერი აკლდა.

„ნამდვილად არ შემიძლია მასზე ცუდის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ სულ მეჩხუბებოდა. არაფერი არ მოსწონდა ჩემი, მაგრამ კი ვუყვარდი. მეუბნებოდა, მიყვარხარ, მაგრამ რატომ არ ვიციო… აბა, მითხარით, ეს რანაირი სიყვარულია?! ან ვის სჭირდება ასეთი სიყვარული? და ის წავიდა. მე მისგან არასდროს წავიდოდი… მე მას ვუშლიდი ცხოვრებაში, მისი მთავარი დაბრკოლება ვიყავი – რამის გაკეთება რომ უნდოდა, ჩემი სახელი და გვარი ხელს უშლიდა…” - ამბობს ნანი ბრეგვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყველაზე მეტად მშობლების გაყრა მათმა ერთადერთმა შვილმა – ეკა მამალაძემ განიცადა. ეკა მაშინ 13 წლის იყო და დედას გამუდმებით სთხოვდა, მამას შერიგებოდა, რადგან სურდა სრულყოფილი ოჯახი ჰყოლოდა.

„მჯერა, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, აუცილებლად ისე უნდა მოხდეს, ასეა საჭირო. მე უნდა შევხვედროდი მერაბ მამალაძეს, კარგი გარეგნობის მქონე ვაჟკაცს, კარგი ოჯახის შვილს, შეგყვარებოდა ერთმანეთი და შეგვძენოდა ეკა.
ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო, ჩემი ოჯახისთვისაც სასურველი და მიღებული სიძე გახლდათ. ყოველთვის ხელს მიწყობდა, გასტროლებზეც დამყვებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ გაუძლო, ცოლის პოპულარობა ქართველ კაცებზე დამთგრუნველად მოქმედებს. ჩვენ კამათს და დავიდარაბას მიჩვეულები არ ვიყავით და დავცილდით ერთმანეთს.

მერე მერაბი დაიჭირეს, კარგა ხნის შემდეგ გამოვიდა ციხიდან. ეკა 14 წლის იყო, სიგიჟემდე უყვარდა მამა, მეც ანგარიში გავუწიე შვილის სურვილს, ჯერ კიდევ ღვიოდა სიყვარული და შევრიგდით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა ხანში დავშორდით და უკვე სამუდამოდ”- იხსენებ ნანი.

ოჯახის დანგრევის ტკივილს კიდევ უფრო დიდი ტკივილი დაემატა – ნანი ბრეგვაძეს დედა გარდაეცვალა. მომღერალმა ისე განიცადა საყვარელი მშობლის გარდაცვალება, რომ ერთი წლის განმავლობაში არც გარეთ გადიოდა, არც მღეროდა, არც არავის ნახვა არ სურდა. მთელი პასუხისმგებლობა მისმა ერთადერთმა შვილმა – ეკა მამალაძემ აიღო საკუთარ თავზე და დედას ყველაზე მძიმე წუთები მაქსიმალურად შეუმსუბუქა.

82 წლის ნანი ბრეგვაძე პოდიუმზე გავიდა

2018 წლის „მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეული დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით დაიხურა.

ჩვენების კულმინაცია პოდიუმზე ნანი ბრეგვაძის გამოჩენა იყო. ქართული ესტრადის უდიდესმა ვარსკვლავმა, დახვეწილმა და განუმეორებელმა ნანი ბრეგვაძემ პოდიუმზე ვაჟა აზარაშვილის სიმღერის „დღეები მიდიან” ჰანგების ფონზე გაიარა.

ახლა სცენაზე სამი თაობა დგას – ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე – დედა, შვილი და შვილიშვილი, რომლებიც მის უდიდებულესობა ქართულ კულტურას ემსახურებიან.

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ეკა მამალაძის პირადს⤵️

ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბავშვობის სიყვარული, მინისტრი ქმარი, ტრაგედიები - ლალი ბადურაშვილის პორტრეტი

სექსუალური შევიწროვება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი