Digest Logo

ქალი, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ტყუპის დედა გახდა - „ამაზე ვერც ვიოცნებებდი“

1631476380
ღუდუშაურის კლინიკა

ღუდუშაურის კლინიკა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს. გავრცელებული პოსტში ახალბედა დედა წერს, რომ მას ცერებრალური დამბლა აქვს და დედობა აუხდენელ ოცნებად მიაჩნდა.

„მე თეკო ნემსიწვერიძე ვარ. რამდენიმე დღის წინ ტყუპის, სანის და დანის დედა გავხდი. მეც სამი ტყუპიდან ერთ-ერთი ვარ. დაბადების შემდეგ მაქვს ცერებრალური დამბლა, ამ დიაგნოზის გამო, არ მეგონა, თუ მეც შევძლებდი გავმხდარიყავი დედა. როდესაც ორსულობის შესახებ შევიტყვე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ეს ემოცია გაორმაგდა, როდესაც მითხრეს, რომ ტყუპის დედა გავხდებოდი. ნამდვილად არ იყო ადვილი 35 კვირის ვადამდე მოსვლა, გამიმართლა, რომ ყურადღებიანი და პროფესიონალი ექიმების ხელში აღმოვჩნდი… 35-ე კვირაზე ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად ჩემი დანი და სანი 2 კგ და 2,200 კგ მოევლინენ ქვეყანას.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ საოცრების ნაწილი თუ ვიქნებოდი და ხელში დავიჭერდი ჩემს ტყუპს. უდიდესი მხარდაჭერა მქონდა მთელი ორსულობის განმავლობაში ჩემი მეუღლისგან, რამაც ძალიან გამაძლიერა.

მინდა ყველა დედას ვუთხრა, შესაძლებლობები შეუზღუდავია, მე შევძელი და გავხდი დედა, შეძლებ შენც!“ - წერს პაციენტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ლაშა ტალახაძე შვილებზე: მათზე კარგი არაფერი გამიკეთებია

ვის სანახავად ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში - გამყრელიძე