კოვიდპანდემიის პერიოდში გამართული კამპანია „დარჩით სახლში“ ბრუნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს მაქსიმალურად გაითვალისწინოს არსებული რეკომენდაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში.
„ბატონმა ამირანმა „დარჩით სახლში“ ლოზუნგი განაცხადა და ამას მეც მოვუწოდებ დღეს ჩვენ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეზღუდვები.
ვინაიდან სამთავრობო გუნდს არ აქვს მიზნად დააწესოს შეზღუდვები, მაგრამ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის მაღალი რისკის მატარებელი და ეს უკვე რიცხვებიდანაც მტკიცდება და ამას ამტკიცებს ის სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც დღეს არსებობს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი მოქალაქეები გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძე.