42 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკირია უკრაინაში დააკავეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულია 31 წლის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი.
ორივე მათგანი უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს სანქციების სიაში იყო შეყვანილი და ქვეყანაში შესვლას დოკუმენტების გარეშე ცდილობდნენ.
ლევან ბულისკირია „კანონიერ ქურდის სტატუსით“ 2 000 წლიდან სარგებლობს, ის სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი. მან საპატიმროს თავი ყალბი ფსიქიატრიული დასკვნის საფუძველზე დააღწია.
42 წლის ლევან ბულისკირიას კრიმინალურ წრეებში „ლევან გალსკის“ სახელით იცნობენ. მან „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2012 წელს პირადად ასლან უსოიანისგან (დედ ჰასანი) მიიღო.
„კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობს მისი ბიძაშვილი, ირაკლი ბულისკირიაც.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ბევრს მდიდარი, ჯიპიანი მღვდელი ვგონივარ“ - მამა იოვანეს კოვიდი დაუდასტურდა