საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ვეტერანი სპორტსმენის იმედო ფხაკაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. წულუკიანი ფხაკაძესთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს და მას გაწეული მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დღეს დილით ეს კარგი და ნათელი კაცი გარდაიცვალა! ქართული ხელბურთის ლეგენდა იმედო ფხაკაძე. მადლიერი ვარ, რომ მიმეგობრა ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როცა ნახალოვკაში მძიმე 2012 წლის აგვისტო-სექტემბერი იდგა.
მას შემდეგაც, წლები გადიოდა და ის არ იღლებოდა ჩემი გამხნევებით. მადლობა ამ ურთიერთობისათვის! ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, ბატონო იმედო“, - წერს თეა წულუკიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
11 წლის გოგომ შეტყობინება მიიღო – „პატარავ, ხომ გესიამოვნა ჩემი შეხება?..“