ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გავლენიანი პოლიტიკური პირებისა და ცნობილი სახეების ურთიერთობაზე სტატუსს აქვეყნებს. ჭიაბერაშვილი აცხადებს რომ ადამიანებს ხშირად უჭირთ მეორე ადამიანის ღიად გაკრიტიკება.
ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ცვლილება სოციალური დისკომფორტის გარეშე არ ხდება. ამიტომ ყოფილი მინისტრი გავლენიანი ადამიანების ნაცნობებს ანონიმური კრიტიკას სთავაზობს.
„სხვადასხვა სფეროს „ბომონდს“ სულ არ ანაღვლებს ფბ-ზე თქვენი თუხთუხი. X-ის ზეობის ხანაში X-ის წარდგენაზე მივლენ, Y-ის ზეობის ხანაში - Y-ის წარდგენაზე.
რატომ? იმიტომ, რომ მათი ხელიდან იკვებებიან, უფრო სწორად, სახელმწიფოს ხელიდან. კიდევ უფრო თუ დავაზუსტებთ, თქვენი გადახდილი გადასახადებიდან. თან თქვენს ხარჯზე.
რაც მათთვის პრობლემაა, უშუალო სოციალურ კავშირებში დისკომფორტი.
რომელი თქვენგანი გაბედავს, ადამიანთან სოციალური კავშირი გაწყვიტოს იმის გამო, რომ იგი გამოცხადებული მკვლელობის ავტორებთან ღონისძიებაზე მივიდა?
საჯაროდ, ფბ-ზე უთხრას მეგობარს, ნაცნობს, რომ არასწორად იქცევა?
ვერა ხომ?
პოლიტიკური ცვლილება სოციალური დისკომფორტის გარეშე არ მოდის. ანონიმური კრიტიკა კი ყველაზე მარტივია“.
აგრეთვე დაგაინტერესეთ:
ბიძინა ივანიშვილისა და ეკეტერინე ხვედელიძის ქორწილის უცნობი დეტალები