10-ზე მეტი ტყვიით მოკლული 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, გარდაცვლილსა და საქმეში ბრალდებულთა შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.
ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
ცნობისთვის, 20 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ვერაზე 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. ნიკოს კრიმინალური ავტორიტეტის შვილი იყო, მომხდარს მამამისზე შურისძიებას უკავშირებენ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
🔵„გული გამეგლიჯა... პირველი აღსარება მისთვის ჩაუბარებია... " - ვინ არის მღვდელი, რომელიც ნიკო კვარაცხელიას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად უკრაინიდან ჩამოვიდა
🔵„მეგონა ვიცოდი რას ნიშნავდა ტანჯვა იქამდე, სანამ ნიკოს დედას თვალებში არ ჩავხედე...“რას წერს ნიკო კვარაცხელიას მეგობარი, რომელსაც მკვლელობის დღეს უნდა შეხვედროდა
🔵„სამგორში ბებოს სამი თვის ქირა რომ გადაუხადა, მთხოვა - მე გადავუხდი, უბრალოდ არ უთხრა ჩემი სახელიო" - მამა ნექტარიოსი ნიკო კვარაცხელიაზე
🔵„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე