
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 7-სართულიან კორპუსში ხანძარია, ფორმულას ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი.
მეზობლების თქმით გარდაცვლილია ასაკოვანი კაცი, რომელიც ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა.
ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ ხანძარი ძლიერი იყო. ხანძრის სხვა სახლებზე გადადების საფრთხე არსებობდა და მეზობლებმა კორპუსი დაცალეს.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.