Digest Logo

🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი გულახდილობა და ნდობა ადამიანების მიმართ“ - 8 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1751953689
ნინა_სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და ამ დღის ენერგია საინტერესო იქნება, არ არის კარგი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, უმჯობესი იქნება ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ“, - 8 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

ვერძი - შესაძლოა, შინაგანად გქონდეთ დიდი ენერგია, ეცადეთ სწორად შეაფასოთ სიტუაცია. არ მისცეთ დაპირებები დღეს.

კურო - დღევანდელი დღე საინტერესოა. შესაძლოა, ადამიანებზე წარმოდგენა შეგეცვალოთ და ვიღაცებმა თქვენი იმედები გაამართლოს, ხოლო ვისი იმედიც გქონდათ, პირიქით გაგიცრუოთ იმედები. 

ტყუპები - ეს დღე მოგცემთ შესაძლებლობას, განახორციელოთ ცვლილებები, კარგი იქნება შეიტანოთ ცვლილება თქვენ ვიზუალში.

კირჩხიბი - ემოციური დღეა. არ არის სასურველი ზედმეტი გულახდილობა და ნდობა ადამიანების მიმართ.

ლომი - კარგი იქნება თუ დროს ოჯახს და ოჯახურ საქმიანობას დაუთმობთ, ეს დადებითად აისახება თქვენზე.

ქალწული - მნიშვნელოვანი დღეა, მიაქციეთ ყურადღება დეტალებს. გაქვთ შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.

სასწორი - მნიშვნელოვანი იქნება დააკვირდეთ გარემოს, შეიძლება დაინახოთ ისეთი რამ, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ.

მორიელი - თქვენი ენერგია ისევ აქტიურია. მთავარია, სწორად გამოიყენოთ და სწორი მიმართულებით მიმართოთ. შეეცადეთ, შესაძლებლობები, რომელიც დღეს მოგეცემათ, სწორი მიმართულებით გამოიყენოთ.

მშვილდოსანი - თუ გრძნობთ, რომ შესაძლებლობებს ხელიდან უშვებთ, იქნებ დროა დაფიქრდეთ და სხვა კუთხით შეხედოთ გარემოებებს. 

თხის რქა - მნიშვნელოვანი დღეა, კარგი იქნება ეს დღე დაუთმოთ კარიერული საკითხების მოგვარებას. ეცადეთ, სწორი ნაბიჯები გადადგათ იმისთვის, რომ თქვენი პოზიცია გაიმყაროთ.

მერწყული - აქტუალურია კარიერული საკითხები, გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომელიც მოგეცემათ.

თევზები - დღევანდელი დღე შეიძლება არც ისე სასიამოვნოდ დაიწყოს, თუმცა თუ პოზიტიურად დაინახავთ ყველაფერს, რაც ხდება ირგვლივ, დღის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ალექსანდრა პაიჭაძე თეთრ მოკლე კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი ხარ“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით