Digest Logo

„ხელისუფლება გაქცევის რეჟიმზე გადავიდა... ეშინიათ თავისუფალი ჟურნალისტების კითხვების"- ნოდარ მელაძე

1626344249
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე

„ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე  "ქართული ოცნების" ქმედებებს აფასებს. მისი თქმით,  პარტიის ლიდერები კრიტიკულ მედიას ბოიკოტს უცხადებენ. 

„ხელისუფლება დღეს მედია იერიშის ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენ ვნახეთ ტელესერიალი - "გაქცევა". ისინი გარბიან ჟურნალისტებისგან, რადგან ჩვენს კითხვებზე პასუხები უბრალოდ არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ პასუხი კითხვაზე, როცა ჟურნალისტი ინტერესდება, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სათანადოდ გამოიძიოს ის საქმეები, რომელიც ეხება 50-ზე მეტი ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ, ჯგუფურად, წინასწარ მომზადებულ, განზრახ შეცნობით მომზადებულ დანაშაულს. სად არიან ორგანიზატორები, რომლებიც მედიაზე ძალადობის ბრძანებს გასცემდნენ. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენს გვერდით. ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და აირჩიეს გაქცევის გზა. უბრალოდ ეშინიათ თავისუფალი ჟურნალისტების კითხვების"- აცხადებს მელაძე.

🔽ასევე დაგაინტერესებთ:

  1. VIDEO: ბათუმში კაცმა ბენზინი გადაისხა და დანით თვითდაზიანება მიიყენა
  2. „საეჭვოა ის, რომ უგონო მდგომარეობაში იყო რეანიმაციაში"-ბესიკ თორდუას გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
  3. „ხელისუფლებამ წაახალისა ეს აგრესია...საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს“ - ლადო აფხაზავა

წყარო: tvpirveli.ge