Digest Logo

ხელფასი, პენსია, დევნილთა და შშმ პირთა დახმარება, ვეტერანთა დანამატი – ვის ეზრდება ამ თვიდან შემოსავალი საქართველოში

1641111974
ფული დახმარება

2022 წლიდან სახელმწიფო გასაცემლები ასაკობრივი პენსიის, შშმ პირთა პენსიისა და საჯარო მოხელეების ხელფასი იმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ადასტურებს.

ასაკობრივი პენსია

ასაკით პენსიონერებისთვის პენსია მომავალი წლიდან იზრდება. 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, მომავალ წელს, 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება.

ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს, რომლებსაც ე.წ. მაღალი მთის სტატუსი აქვს, დამატებითი ფულადი დანამატით ისარგებლებენ.

„მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 312 ლარი იქნება, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის – 360 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შშმ პირთა პენსია

შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური ფულადი გასაცემი იზრდება – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემი 25 ლარით იზრდება.

„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შშმ პირთა მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემი 25 ლარით იზრდება; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამა 12 მილიონი ლარით იზრდება, რაც ამ პროგრამის ზრდის ისტორიული მაქსიმუმია და 52,1 მლნ ლარს შეადგენს.

ხელფასი

2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას და ისაუბრა.

„ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, შედეგად მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: 2013-2014 წლებში, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ზე მეტი იყო. 2014 წლის შემდგომ, კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას.

შედეგად, 2020 წლის მდგომარეობით საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 80%-ზე დაბალია. თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულ 75 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ვეტერანების დანამატი

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, 2022 წლიდან ვეტერანების დანამატის ოდენობა 5-ჯერ გაიზრდება.

„ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დევნილთა დახმარება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს, სადაც დევნილებიც შედიან. ვინაიდან, ჯერ კიდევ მუშა პროცესია, ჯერჯერობით უცნობია გაეზრდებათ დევნილებს სახელმწიფო გასაცემლის ოდენობა თუ არა.

„დევნილის შემწეობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს და სოციალურ კოდექსში, ყველა სოციალურ ფენასთან ერთად, დევნილებიც გათვალისწინებულნი არიან და იქ იქნება მიზნობრივი დახმარებაც განხილული.” – განმარტავენ უწყებაში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵მძიმე სენის დამარცხება, 10 წლით უმცროსი ქმარი და 19-წლიანი თანაცხოვრება - ხათუნა ჟორდანიას პირადი ამბები

🔵ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

🔵„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე