ფსიქოლოგი მაია ცირამუა, სოციალურ ქსელში დღენაკლულ ბავშვებსა და მათ დედებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ჩემთვის სრულიად შოკის მომგვრელი იყო იმის გაგება და განცდაც, თუ რა დღეში არიან საქართველოში ე. წ. დღენაკლული ბავშვები ანუ ბავშვები, რომლებიც ადრე მოევლინენ სამყაროს, მაგალითად, მე-7 ან მე-8 თვეზე ... სრულიად ახალ და სასტიკ სინამდვილეს შევეჩეხე.
მოკლედ რა ხდება - დღენაკლული ბავშვები გადაჰყავთ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ისინი სრულიად მოკლებულნი არიან დედასთან ურთიერთობის შესაძლებლობას. დღეისათვის საქართველოში არსებული პრაქტიკა გამორიცხავს , რომ ჩვილისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირი მშობელთან, შენარჩუნდეს. დედას, თუ ბავშვი დღენაკლულობის გამო კლინიკაში რჩება, მხოლოდ კვირაში ერთხელ აქვს ჩვილის მონახულების, მასთან შეხების ბედნიერება .
ვინც მიჯაჭვულობის ფენომენს იცნობს კარგად იცის, რომ ბავშვი მშობლებს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან "იცნობს", დაბადება ერთ-ერთი სერიოზული ტკივილია ადამიანისთვის, ის ტოვებს ყველაზე უფრო თბილ და კომფორტულ გარემოს და მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მისი უსაფრთხოების ბაზისსთან - მშობლებთან ახლოს ყოფნას (შეხება, მათი ხმის გაგონება ...) ეს ისევე მნიშვნელოვანია (შეიძლება მეტადაც) ჩვილისთვის, როგორც სამედიცინო მკურნალობა, რომელსაც ის კლინიკაში გადის.
რაც შეეხება დედას, ზოგადად მშობელს, მიუხედავად იმისა, რომ შვილის შეძენა უზარმაზარ სიხარულთანაა დაკავშირებული - სტრესულიცაა. ასეთ მგრძნობიარე პერიოდში ქალი რჩება შვილის გარეშე, მას ხშირად ჩვილთან მიახლოების, შეხების, როგორც ირკვევა მისი მოკითხვის და მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობის გაგების შესაძლებლობაც კი არ აქვს. უხეში დამოკიდებულება ექიმებისგან, მუდმივი აქცენტირება იმაზე, რომ "თავი ხელში აიყვანო"... რა არის იმაზე უფრო ბუნებრივი, რაც მშობლებს ამ დროს სჭირთ, ისინი საკმაოდ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში არიან და მათი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც მშობლების, ასევე ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
მოკლედ, კიდევ ერთი ჯოჯოხეთი ბავშვების ცხოვრებაში. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან თუ ხმას ამოიღებ მერე უზარმაზარი შიში მოდის - "ჩემი შვილის სიცოცხლე მათ ხელშია".
მოკლედ, ყველა დეტალს ალბათ ამ სტატუსში ვერ მოვყვები და დარწმუნებული ვარ ეს რომ იცოდეს წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭომ, აუცილებლად მიანიჭებდა მედიკოსების მხრიდან ჩვილისა და მისი მშობლების მიმართ ამდაგვარ დამოკიდებულებას - არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაციას.
P.S კარგი იქნება თუ უცხოეთში მცხოვრები ადამიანები გაგვიზიარებენ იქ როგორი პრაქტიკაა" - წერს ცირამუა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 რას ამბობს ლევან რატიანი „დელტა“ შტამის სიმპტომებზე და მოსალოდნელ საფრთხეზე
🔵 „7 ადამიანის სიკვდილი წუთში“ – ბიძინა კულუმბეგოვი შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს